Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის საერთაშორისო კონფერენცია

ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის საერთაშორისო კონფერენცია: ეძღვნება აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის 30-ე წლისთავს

2022 წლის 30 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე გამართავს ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენცია ეძღვნება აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის 30-ე წლისთავს.

კონფერენციას უმასპინძლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია ჩატარდება ზუმის პლატფორმის საშუალებით.

• კონფერენციის თემატიკა ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები, კულტურა, განათლება, ლიტერატურა, ფილოსოფია, ქალთა საკითხები და ა.შ.

• მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი;

• მოხსენების წარდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

• კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოსა და საზღვარგარეთ აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე კონფერენციაზე წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს დაბეჭდავს ელექტრონული სახით.

მნიშვნელოვანი თარიღები:

მასალების მიღების ბოლო დღე : 2022 წლის 31 მარტი 23:00 საათი.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 30 აპრილი 11:00 საათი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის მომხსენებელმა უნდა გამოგზავნოს:

• მოხსენების სრული სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური, კურსი, სასწავლო პროგრამის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: განაცხადი - მომხსენებლის სახელი და გვარი);

• ანოტაცია ინგლისურ და ქართულ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი, თითოეული 300-350 სიტყვა, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5, ქართული ტექსტისთვის ფონტი - Sylfaen, ინგლისური ტექსტისთვის ფონტი - Times New Roman), ანოტაციაში უნდა წარმოაჩინოთ კვლევის სიახლე, აქტუალობა, მიზნები და შედეგები (დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ანოტაცია - მომხსენებლის სახელი და გვარი);

• სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია (PDF დოკუმენტი, დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: რეკომენდაცია - მომხსენებლის სახელი და გვარი);

გაფრთხილება:

• ხელმძღვანელის რეკომენდაციის გარეშე ნაშრომები არ მიიღება;

• არ მიიღება ნაშრომები, რომლებიც არ შეესაბამება თემატიკას;

• ასევე, დაგვიანებით გამოგზავნილი ნაშრომები;

• მოხსენების სრული ტექსტის არგამოგზავნის შემთხვევაში მომხსენებელი მოიხსნება კონფერენციიდან;

• იმ შემთხვევაში, თუკი მომხსენებელი ვერ ახერხებს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას, მან ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტს უნდა აცნობოს არაუგვიანეს 2022 წლის 24 აპრილისა, რათა შესაძლებელი იყოს კონფერენციის პროგრამაში ცვლილებების შეტანა.

მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: assg.conference@gmail.com

შერჩეული მოხსენებების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2022 წლის 17 აპრილს 18:00 საათამდე. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ავტორებმა 2022 წლის 24 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი (5-6 გვერდი, Microsoft Word დოკუმენეტი, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5, ფონტი - Sylfaen, დამოწმების სტილი - Chicago, მოხსენებას თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის სია ანბანური თანმიმდევრობით, ჯერ ქართულ, შემდეგ უცხოურ ენებზე).